|
|
|
|
|
||
|
ჩვენს შესახებ
ქართული ლინკების ვებ კატალოგისა და საძიებო სისტემის - ჯეოლინკის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ქართული ენის დამკვიდრებას, სწორი და ტექნოლოგიურად გამართული საერთაშორისო სტანდარტის უნიკოდის მეშვეობით. ამ სტანდარტის წყალობით, თანამედროვე ოპერაციულ სისტემებსა და პროგრამებში, ქართული ისევეა ინტეგრირებული, როგორც ინგლისური ან კიდევ რუსული. ეს ბოლო დრომდე სხვადასხვა მიზეზების გამო ფერხდებოდა (პრობლემის არსი და ისტორია იხილეთ ამ საიტზე). ახლა დადგა მომენტი, როდესაც წლების მანძილზე ბლოკირებულ პროცესს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ქართულის დანერგვას, ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენც გვაქვს სურვილი ამ მოძრაობაში მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. გვესმის, რომ თავიდან უნიკოდის ქართულისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა გაჭირდება. ამიტომ ჩვენი სისტემა საშუალებას გაძლევთ, იმ შემთხვევაში თუ უნიკოდის ფონტი და კლავიატურის დრაივერი არ გაქვთ, ჯეოლინკსში მაინც ქართულად წეროთ და იკითხოთ. თუ თქვენ უნიკოდის ფონტებისა და კლავიატურის ქართული დრაივერის დაყენებას გადაწყვიტავთ, საჭირო ინფორმაცია და პროგრამული პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტებზე: ქართული ვების ტიპოგრაფია - სოროსის ინტერნეტ ცენტრი. გისურვებთ წარმატებებს! ქართული კომის ავტორი კახა მჭედლიძე დაგვიკავშირდით - kakham@yahoo.com2001 წ. 9 დეკემბერი |
|||||
|
საავტორო უფებები
დაცულია.
ჯეოლინკსის
ვებ სტუდია
© 2001,
თბილისი, საქართველო. |
|||||